ვანის საკათედრო ტაძრის მრევლის გვერდზე ვრცელდება განცხადება, რომლის თანახმადაც, სააღდგომო დღეებში ღვთისმსახურება მრევლის გარეშე შესრულდება:
“ვანის საკათედრო ტაძრის მრევლს!..
ბრწინვალე აღდგომის, სადღესასწაულო მსახურება ჩატარდება
19 აპრილს, კვირას, დილით – 07:00-საათზე, ხოლო შაბათს 18 აპრილს ღამის 12 საათზე,
მხოლოდ სამღვდელოება, მრევლის გარეშე, აღასრულებს ბრწინვალე აღდგომის საგანგებო ლოცვას”.