LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო მაჭავარიანმა პაატა ბურჭულაძის ფონდი დატოვა

83

პაატა ბურჭულაძის „საქართველოს განვითარების ფონდი  აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო მაჭვარიანმა დატოვა, თანამდებობას ბურჭულაძე დაიკავებს.

„საქართველოს განვითარების ფონდი“ მუშაობის ახალ ფაზაში გადავიდა. ორგანიზაციაში მოქმედ თემატურ ჯგუფებს პაატა ბურჭულაძე უშუალოდ უხელმძღვანელებს და ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დაიკავებს.

„საქართველოს განვითარების ფონდი“ მუშაობის ახალ ფაზაში გადადის. ვფიქრობ, ქვეყნის მდგომარეობა ყოველდღიურად შედის ჩიხში, ეს მავნე პროცესი კარგად ჩანს ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ რეალობაში.

„საქართველოს განვითარების ფონდის“ რეგიონული ოფისები გაიხსნა რუსთავში, თელავში, ახალციხეში, ოზურგეთში, ქუთაისში და ბათუმში. ქვეყანაში მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ამას მანამდე წარმოვიდგენდი.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვუხელმძღვანელო ჩემივე დაფუძნებულ ორგანიზაციას და უშუალოდ, შევხვდე საზოგადოებას, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ბრძოლა ქვეყნის ეფექტური განვითარებისთვის.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვანო მაჭავარიანს ფონდში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გაწეული სამუშაოსთვის, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ორგანიზაციის მშენებლობის საწყის ეტაპზე.

მიხარია, რომ ბატონმა ვანომ ჩემი შეთავაზება მიიღო და მისი ცოდნის და გამოცდილების გათვალისწინებით, საგარეო ურთიერთობების სფეროში, „საქართველოს განვითარების ფონდს“ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხელშეკრულების საფუძველზე დაეხმარება,“ – ნათქვამია პაატა ბურჭულაძის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g