შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ისევ კლინიკაში გადაჰყავთ – ამის შესახებ ინფორმაციას მერაბიშვილის ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილი ადასტურებს.
ადვოკატისთვის უცნობია, ამჯერად რას უკავშირდება მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანა. დეტალების დასაზუსტებლად ის კლინიკაში ამ წუთებში მიემართება.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილს 2 თვეზე მეტია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რის გამოც სამოქალაქო კლინიკაში რამდენჯერმე გადაიყვანეს და სხვადასხვა სახის გამოკვლევა ჩაუტარეს.