LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო მერაბიშვილი მხარს უჭერს ლევან ხაბეიშვილს: პეტრე ცისკარიშვილი

107
Untitled design (2)

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი „ტვ პირველთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი ლევან ხაბეიშვილს მხარს უჭერს.

მისი განმარტებით, ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და ამომრჩეველია.

„ვანო მერაბიშვილს რომ ქართულ პოლიტიკაში ინტერესი არ აქვს, ამას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ. ის საერთაშორისო პროექტებშია ჩართული. მაგალითად, Free Russia პროექტში, სადაც რუსი და ბელარუსი ოპოზიციონერები არიან გაწევრიანებული. მაგრამ, ის, რომ მერაბიშვილი ლევან ხაბეიშვილს მხარს უჭერს, როგორც ჩვენი პარტიის ერთ-ერთი მხარდამჭერი და ამ პროცესში ამომრჩეველიც, ამასაც გიდასტურებთ. უფრო მეტსაც გეტყვით – თუ მას პარტიის შიგნით ვინმეზე ხმა მიუწვდება, სხვა ე.წ. ამომრჩევლებზე, ალბათ, იმათაც სთხოვს, ვისი თხოვნაც შეუძლია. ყველა ასე იქცევა […] ხაბეიშვილი რომ ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატია, ამაში ვანო მერაბიშვილის წვლილი არანაირი არ არის […] ვანო მერაბიშვილი ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის გარდა, დღეს არის ჩვენი მხარდამჭერი და ამომრჩეველი“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

 

 

❗ ვადასტურებ, რომ ვანო მერაბიშვილი ნაცმოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში მხარს უჭერს ლევან ხაბეიშვილს
? პეტრე ცისკარიშვილი

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 22 ნოემბერი, 2022

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g