LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო ზარდიაშვილი: “საზოგადოება დაიღალა ბესელიობანით”

98
1551191103_vano-zardiashvili

“საზოგადოება უკვე დაიღალა ბესელიობანით ,“ – ეს განცხადება ვანო ზარდიაშვილმა ყოფილი თანაგუნდელის მისამართით გააკეთა. ზარდიაშვილის თქმით, ეკა ბესელიას განცხადება, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თაობაზე ჩანაწერი მიხეილ ჩინჩალაძის ინიციატივით გაკეთდა სიცრუეა.

“ბოდიშს მოვუხდი, როგორც ჟურნალისტებს, ასევე საზოგადოებას იმიტომ, რომ ბესელიობანით საზოგადოება დაიღალა. არ ვაპირებ მის კომენტარებზე კომენტარების კეთებას და ვიქნები საქმეზე ორიენტირებული. ეკა ბესელიას განცხადება არის აბსურდული, რადგან კონსტიტუციასთან მიმართებით ერთპიროვნულ განცხადებას ვერავინ მიიღებს. კონსტიტუციას თავისი მიღების წესი აქვს, ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება არის გამორიცხული. მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის უფლება ექსკლუზიურად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს და ამ პროცესში ნებისმიერი სხვა სახელისუფლებო შტოს ჩარევა კონსტიტუციით იკრძალება – ეს არის ხელისუფლების დანაწილების მთავარი პრინციპი.” – ამბობს ვანო ზარდიაშვილი.

შეგახსენებთ, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ ბესელიას მიერ მომზადებული კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჩააგდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g