LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანში სამართლადამცველებს შორის რესტორანში ჩხუბი მოხდა

patruli_69136

ვანში, სამართლადამცველებს შორის რესტორანში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.

შსს-ს ცნობით აღნიშნულ დაპირისპირების ფატზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.

„11 იანვარს, ვანში, ერთ-ერთ კვების ობიექტზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო. ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს შეუჩერდათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება. გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი. ნებისმიერი სამართალდამცველის მხრიდან პროფესიული ეთიკის და პოლიციელის ღირსების შემლახველ ყველა ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, – აცხადებენ შსს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები