LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაპირებ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, უახლოეს მომავალში გვექნება ოფიციალური წარდგენა“ – კახა კალაძე

141
კახა კალაძე

გახლავართ ქალაქის მოქმედი მერი, ვაპირებ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოფიციალური წარდგენა უახლოეს მომავალში არის დაგეგმილი და გაიხსნება საარჩევნო კამპანია.

„უახლოეს მომავალში გვექნება უკვე ოფიციალური წარდგენა. ამის შემდეგ დავასახელებთ, ასევე, მაჟორიტარობის კანდიდატებს როგორც დედაქალაქში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ უკვე მზადება დაწყებული გვაქვს, მუშაობა დაწყებული გვაქვს და ძალიან მალე უკვე გავხსნით საარჩევნო კამპანიას, რომელიც გადავა აქტიურ ფაზაში.

კონკურენტებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მიყვარს საუბარი. მე ვესაუბრები ხალხს იმ გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომლებიც აქტუალურია, რომელიც აწუხებს თბილისი მოსახლეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g