LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაპირებ, ბავშვთა უფლებების მიმართულებით ომბუდსმენის საქმიანობა გავაძლიერო – ნინო ლომჯარია

78

“მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს დიდი ხანია ბავშვთა უფლებებზე, ალბათ ამ ძალიან ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ ძალიან მწვავედ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც არსებობს ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით, სკოლაში არსებული სიტუაციები.”- ამის შესახებ ახლადდანიშნულმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, განაცხადა.

მისი თქმით, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან ერთად, პრიორიტეტი იქნება ასევე, სოციალური და ეკონომიკური უფლებებიც.

“ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა იმ საქმის შესწავლა, რაც დაკავშირებულია არასრულწლოვანთა შორის ძალადობასთან, იქნება პრიორიტეტი და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი საქმე, რითაც დავინტერესდები.

ვაპირებ, რომ განსაკუთრებით გავაძლიერო ბავშვთა უფლებების მიმართულებით სახალხო დამცველის საქმიანობა, ასევე ქალთა უფლებების დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა.

ასევე ვაპირებ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს სახალხო დამცველის მუშაობა მათ შორის, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებასთან მიმართებით, ასევე დასაქმებულთა უფლებების დაცვა, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი საზოგადოებისთვის იქნება ასევე ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ვაპირებ, გავაძლიერო რეგიონალური ოფისების საქმიანობა ასევე, თავად აპარატისთვის შევქმნა ღირსეული სამუშაო პირობები”,-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g