დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს. მისი თქმით, ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესება აშშ-ს სავაჭრო დეფიციტის გამოსწორების საშუალებას მისცემს.
„ვაპირებ თუ არა ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას? გულწრფელი პასუხი გინდათ თუ პოლიტიკური? აბსოლუტურად. ევროკავშირი საშინლად გვექცევა. ისინი ჩვენს ავტომობილებს არ იღებენ. ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს არ იღებენ. არაფერს იღებენ. ევროკავშირთან დიდი დეფიციტი გვაქვს. ასე რომ, ევროკავშირთან დაკავშირებით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გავაკეთებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.