LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაპირებდით სუს-ში მისვლას და თავის აფეთქებას, მაგრამ გადავიფიქრეთ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

56

მე და ჩემ რამდენიმე თანამოაზრეს ფიცი გვქონდა დადებული, რომ მივსულიყავით სუს-ში და თავები აგვეფეთქებინა, მაგრამ გადავიფიქრეთ იმის გაო, რომ რიგითი მოქალაქეები არ დაშავებულიყვნენ – ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია სუსი.

“მე დღეს ვხედავ, რომ ეს არ დამჭირდება. ღმერთმა გაგამრავლოთ ქართველი ერი. ეს ყველაფერი იმართებოდა პეშკა სუს-ის, გომელაურის და გოგაშვილების მიერ, პროკურტურაც და ხელისუფლებაც. სუს-ის თანამშრომლებთან ერთად, ვინც არიან სისხლიან ხელისუფლებაში, უნდა დაისაჯონ, ვინც ჩვენ მოგვაყენა შეურაცხყოფა,” –  განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

 

magti 5g