LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაპირებთ, უახლოეს დღეებში მივმართოთ სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა: ბრეგაძე

73
rati

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს უახლოეს დღეებში მიმართავენ.

“ის რამდენიმე თვე იმყოფება კლინიკა „ვივამედში“ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.”

როგორც ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, სურთ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც იქნება ცალკე ექსპერტიზისგან, რომ არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო.

ბრეგაძის თქმით სააკაშვილს პატიმრობის პერიოდში არაერთხელ გაეწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, როგორც პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე.

“მთელს ამ პერიოდში, როდესაც მას სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, სახელმწიფოს მხრიდან ის გაეწია“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

 

mazda magti 5g