დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის კამპანიამ შიდა ტურიზმს ხელი შეუწყო.
პაატა იმნაძემ ამის არგუმენტად ის შემთხვევები მოიყვანა, როდესაც ერთ რეგიონში მცხოვრები ადამიანი, ვაქცინის გასაკეთებლად მეორე რეგიონში წავიდა:
“ბევრი თბილისელი წავიდა და ვთქვათ, ხულოში აიცრა. სამეგრელოს რეგიონებში წავიდნენ ადამიანები და აიცრნენ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა აცრების კამპანიამ შიდა ტურიზმსაც შეუწყო ხელი.” – განაცხადა იმნაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.
კიდევ ერთი ვაქცინით, “სინოვაკით” აცრისთვიუს მოქალაქეების რეგისტრაცია დღეს დაიწყო.