LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის მზარდი რაოდენობაა, ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა “მწვანე პასპორტების” სისტემის შემოღებამ: ივანე ჩხაიძე

114
chkhaidze-w-h

იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ შემთხვევითი არაა ბოლო დღეებში ვაქცინირებულთა ყოველდღიური მაჩვენებლის მატება. მისი გაცხადებით, დღიურად ჩატარებული აცრების დადებითი დინამიკა „მწვანე პასპორტების“ სისტემის ამოქმედებას უკავშირდება.

“ჩვენ, 5 დღის წინ, დღიურად, 1 200 ვაქცინირებულიდან დავიწყეთ და დღეს 7 000-ზე მეტია. ყოველდღიურად მზარდი რაოდენობაა. ეს არ შეიძლება შემთხვევითი იყოს. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ამაში ძალიან მნიშვნელოვანი, თუ არა – გადამწყვეტი, როლი ითამაშა სწორედ „მწვანე პასპორტების“ სისტემის შემოღებამ“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 800-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 041 209 აცრა გაკეთდა.

ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი იმატებს – ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 800-მა ადამიანმა გაიკეთა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 780 391 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 711 105, გარდაიცვალა 10 894 პაციენტი.

შეგახსენებთ, საქართველოში ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. ამასთან, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g