LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის პროცესი ისე მიიზლაზნება, სავარაუდოდ, უკვე ოქტომბერში ვადაგასული ვაქცინები გვექნება: ჟამურაშვილი

3147
თამარ ჟამურაშვილი

“ვაქცინების გაფუჭებას, ხომ არ აჯობებდა, ბუსტერი დაგვეშვა ყველა მსურველისთვის განურჩევლად ასაკისა და რისკჯგუფისა? ბევრია ვაქცინირებულთა შორის, ვინც მარტი-აპრილში აიცრა.” – წერს სოციალურ ქსელში გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი და ამბობს, რომ “ვაქცინაციის პროცესი ისე მიიზლაზნება, სავარაუდოდ, უკვე ოქტომბერში ვადაგასული ვაქცინები გვექნება”.

როგორც ჟამურაშვილი აღნიშნავს, ანტივაქსერულ ძალებს ცალკეული ინდივიდები ნამდვილად ვერ შეეწინააღმდგებიან, სტრუქტურირებული ვაქსერული კამპანია კი დღემდე ვერ განხორციელდა.

მისივე თქმით, არ იქნებოდა ურიგო, კოვიდგადატანილებზე ორი დოზის “გახარჯვას” ეს დოზა ბუსტერად გამოეყენებინათ, როგორც ეს ევროპაში კეთდება.

თამარ ჟამურაშვილის ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“‼️ კოვიდ-პრობლემები მარტივ ენაზე ახსნილი
‼️ ბუსტერი მსურველთათვის
‼️ ერთი დოზა ორის ნაცვლად კოვიდ-გადატანილთათვის
პოპულაციური იმუნიტეტი= კოვიდ-გადატანილი+ვაქცინირებული

✅ ზედა სურათზე ხედავთ ნიმუშს, როცა უმრავლესობას იმუნიტეტი არ გააჩნია ანუ არც აცრილია და არც გადატანილი აქვს კოვიდ-ი (ნაცრისფერი ბურთები უფრო მეტია ვიდრე ცისფერი). ამ შემთხვევაში ვირუსი დიდი სისწრაფით ვრცელდება და აავადებს დიდი რაოდენობით როგორც აუცრელებს ასევე, ბევრად ნაკლებად, მაგრამ მაინც, აცრილებსაც.

✅ ქვედა სურათზე პოპულაციური იმუნიტეტი გვაქვს, ანუ პირები, ვისაც იმუნიტეტი გამომუშავებული აქვს, ან აცრილია და ან გადატანილი აქვს კოვიდ-ი (ცისფერი ბურთები) ბევრად უფრო მეტია ვიდრე იმუნიტეტის არ მქონე პირები (ნაცრისფერი ბურთები). ამ შემთხვვევაში ვირუსი იმდენად სწრაფად ვეღარ ვრცელდება და თვით აუცრელებიც კი ბევრად უფრო იშვიათად ინფიცირდებიან და დაცულები არიან.

SARS-CoV-2-ის შემთხვევაში ვაწყდებით რამდენიმე პრობლემას:
1. კოვიდ-ის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი ხშირ შემთხვვევაში სწრაფად ქვეითდება და გადატანიდან 3 თვეში რეინფიცირების რისკი იზრდება;
2. ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი დროთა განმავლობაში იკლებს;
3. ვირუსი მუტაციას სწრაფად განიცდის და ახალი შტამები ჩნდება;

‼️ ისევე როგორც ყველა პრობლემის მოგვარებას სჭირდება სწორი სტრატეგია და არა ღაწვების ხოკვა!

1. კოვიდ-ის გადატანის შემდეგ, ვინაიდან რეინფექციის რისკი 3 თვეში იზრდება და არ არსებობს პარამეტრი, რომელიც ასეთ ადამმიანებს წინასწარ გამოავლენს, საჭიროა ამ დროში ვაქცინაციის ჩატარება (ამერიკის და ევროპის რჩევები ამასთან დაკავშირებით განსხვავდება. გადატანიდან 4 კვირაში შესაძლებელია, 3 თვეში კი აუცილებელია ვაქცინააცია).

2. ვინაიდან დგინდება, რომ ვაქცინაციის შემდეგ სამწუხაროდ რამდენიმე თვეში იმუნიტეტი სუსტდება, აუცილებელია ბუსტერი (მესამე დოზა).

3. რაც მალე გატარდება საყოველთაო ვაქცინაცია მით უფრო ნაკლები მუტაცია განვითარდება. ამასთანაავე შეიქმნება ახალი თაობის ვაქცინები, რომელთაც ახალ შტამებზე უკეთესი გავლენა ექნებათ.

‼️‼️ რაც შეეხება პროგნოზს მომავალი ზამთრისთვის და მოსალოდნელი მე-5 ტალღისთვის, ძალიან სერიოზულია (ეს ნიშნავს ცუდია) ყველა იმ ქვეყნისთვის, ვისაც მოსახლეობის მინიმუმ 60%ზე ნაკლები ეყოლება აცრილი და საქართველო სამწუხაროდ მათ რიგებშია.

✅ ვაქცინაციის პროცესი ისე მიიზლაზნება, სავარაუდოდ უკვე ოქტომბერში ვადაგასული ვაქცინები გვექნება. რა ღონისძიებები იგეგმება ამის შესაცვლელად, რა გეგმები არსესბობს გარდა იმისა, რომ ვაქცინაციის სარეკლამო ბანერებს სისხლიან, ამაზრზენ პლაკატებს ვაკრავთ?

‼️ ვაქცინების გაფუჭებას, ხომ არ აჯობებდა, ბუსტერი დაგვეშვა ყველა მსურველისთვის განურჩევლად ასაკისა და რისკჯგუფისა? ბევრია ვაქცინირებულთა შორის, ვინც მარტი-აპრილში აიცრა.

✅ ანტივაქსერულ ძალებს ცალკეული ინდივიდები ნამდვილად ვერ შეეწინააღმდგებიან და სტრუქტურირებული ვაქსერული კამპანია ფაქტია დღემდე ვერ განხორციელდა.

‼️ ისიც ფაქტია, რომ პოპულაციურ იმუნიტეტს (და ვინც ფიქრობს კოვიდ-ის შემთხვევაში აღარ ამართლებს, სჭირო არ არისო, ცივად გვერდი აუაროს ამ პოსტს) ვეღარ მივაღწევთ წელს, ამიტომ იქნებ მივხედოთ იმ ხალხს, ვისაც ამის სურვილი აქვს. უკვე არსებობს სანდო კვლევები, მესამე დოზა მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე ფორმების კოვიდ-ისა და სიკვდილიანობის რისკს.

✅ ასევე არ იქნებოდა ურიგო, გადატანილებზე ორი დოზის „გახარჯვას“ ეს დოზა ბუსტერად გამოგვეყენებინა, როგორც ეს ევროპაში კეთდება. ამერიკას ევროპაზე მეტი ვაქცინა აქვს და საქართველოშიც ასეა საქმე?
წარმატებები და ჯანმრთელობა!!” – წერს თამარ ჟამურაშვილი “ფეისბუქში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g