ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სხვადასხვა ქვეყანაში ეტაპობრივად იწყება.
საყოველთაო პროცესს არაერთფეროვანი რეაქციებიც მოყვება – ზოგი ფიქრობს, რომ ეს ისტორიული მომენტი და ახალი ეპოქის დასაწყისია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ მისი მიღება უკიდურესად საშიშია.
დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც ვაქცინაცია დაიწყო – ისრაელია.
პროგრამა 20 დეკემბერს დაიწყო. პირველი პაციენტი კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იყო, რომელმაც “ფაიზერისა” და “ბიოენტეკის” ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა და მოსახლეობა გაამხნევა, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.
პირველ ეტაპზე, ვაქცინა 10 კლინიკაში გადანაწილდა – აიცრებიან ექიმები და რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები.
ვაქცინის მიღებამ თელ-ავივის ერთ-ერთი კლინიკის სამედიცინო გუნდში ამაღელვებელი ემოციები გამოიწვია.
ექიმების პერფორმანსის ამსახველ ვიდეომასალას CNN-ი ავრცელებს.