LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინების რამდენიმე მწარმოებელთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ ვსაუბრობთ დეტალებზე, შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი გაუთქმელობაა: საგარეო საქმეთა სამინისტრო

49
ალექსანდრე ხვთისიაშვილი

“დაგეგმილია საექსპორტო შეზღუდვის გახსნა აპრილის ბოლოსთვის და როგორც კი გაიხსნება, საქართველო მიიღებს საკმაოდ მოცულობით რაოდენობას, როგორც “ასტრაზენეკას”, ასევე, წლის ბოლოს, მიიღებს იმ რაოდენობებს, რაზეც შევთანხმდებით დანარჩენ მწარმოებლებთან.” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს და ვაქცინების დამატებით რაოდენობებს ელოდება.

როგორც ხვთისიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარტნიორების, კოლეგებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით უკვე გაიმართა შეხვედრები არა მხოლოდ”„ასტრაზენეკას” არამედ, სხვა მწარმოებლებთანაც და გარკვეულ შეთანხმებებსაც მიაღწიეს:

“ინდოეთის მთავრობასთან იყო ძალიან აქტიური მოლაპარაკება. მოგეხსენებათ, რომ ინდოეთი ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია ვაქცინების, არა მხოლოდ “ასტრაზენეკას”, არამედ იქ არის დაახლოებით 6-7 ძალიან მსხვილი საწარმო, რომლებთანაც ამერიკული და ევროპული კომპანიები მუშაობენ. ამ წლის განმავლობაში ინდოეთში წარმოებას დაიწყებენ როგორც „ასტრაზენეკას“, ასევე ამერიკული „ნოვოვაქსის“ და ასევე დაგეგმილია „ჯონსონის“ წარმოებაც, რომელსაც ამერიკული ლაბორატორიები ინდოელ პარტნიორებთან ერთად აპირებენ, რომ გამოუშვან. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო მოლაპარაკების ჩატარება არა მხოლოდ „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში, არამედ, ყველა ამ მწარმოებელთან შეხვედრა და შესაბამისი შეთანხმების მიღწევა, რაც ისევ და ისევ ჩვენი პარტნიორების, კოლეგების, ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით უკვე განხორციელდა.

ჩვენ გვაქვს რამდენიმე მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ ვსაუბრობთ დეტალებზე, რადგან ერთ-ერთი პუნქტი ამ შეთანხმების, გაუთქმელობაა და ჩვენ ამ დეტალებში ვერ წავალთ. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, იცით, რომ დღეს ინდოეთს დაკეტილი აქვს ვაქცინების გამოტანა. ეს განპირობებულია ქვეყნის შიგნის მაღალი ციფრებით და ცდილობენ თავის მოსახლეობას მოახმარონ ის ვაქცინა, რომელიც იწარმოება.”  – თქვა ხვთისიაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში ქვეყანაში შემოტანილი კიდევ ერთი კოვიდვაქცინა, ჩინური წარმოების “სინოფარმი” წარადგინეს, რომლის 100 000 დოზაც საქართველოში 1 აპრილს შემოვიდა.

“სინოფარმის” ხარისხი და სანდოობა ძალიან მაღალია, ამას ადასტურებს იმ ქვეყნებისა და მილიონობით ადამიანის რაოდენობა, რომელიც ამ ვაქცინით აიცრა: გაბუნია

სინოფარმის სანდოობაზე კითხვები არ ისმის, აქტიური მიმოწერა გვაქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან: ეკატერინე ტიკარაძე