LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინირებულებისთვის „პრივილეგიებზე“ საუბარიც კი დანაშაულია საქართველოში: გიორგი ფხაკაძე

556
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ჩილეში არსებულ ეპიდვითარებას ეხმიანება. როგორც ფხაკაძე წერს, მიუხედავად იმისა, რომ ჩილე მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ვაქცინირებული ქვეყანაა, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა, ხოლო დედაქალაქში 25%-ით.

ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, ჩილეს მოსახლეობა 17.5 მილიონია, აქედან სინოვაკით აცრილი კი 17.2 მილიონია.

ამ მონაცემებიდან გამომდინარე ფხაკაძე წერს, რომ „ქვეყნის ნაადრევი გახსნა დამღუპველია“. მისივე თქმით, ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტურია პირველი დოზის შემდეგ და მეორე დოზის შემდეგ ეფექტურობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ფაიზერით ვაქცინირების შემთხვევაში.

ფხაკაძე ყურადღებას ხარისხიანი პირბადის გამოყენებასა და დისტანციის დაცვაზე ამახვილებს. ამასთან, განმარტავს, რომ ვაქცინირებული პირებისთვის „პრივილეგიებზე“ საუბარიც საქართველოში დანაშაულია.

✅ჩილე იკეტება კარანტინზე, 11 ქალაქი თავისი დედაქალაქით
✅ქვეყნის მოსახლეობა – 17.5 მილიონი
✅17.2 მილიონი აცრა სინოვაკით (Sinovac)
✅4.6 მილიონი აცრა ფაიზერით (Pfizer)
✅1 მილიონი აცრა ასტრაზენეკათი (AstraZeneca)
✅58% ორი დოზით და 75% ერთი დოზით არიან აცრილები (11/06/2021)
✅მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ვაქცინირებული ქვეყანა
✅ბოლო 2 კვირა ინფიცირებულების რაოდენობა გაიზარდა ქვეყანაში 17% და დედაქალაქში 25%-ით
დასკვნა:
✅ნაადრევი ქვეყნის გახსნა დამღუპველია❗️
✅ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტურია პირველი დოზის შემდეგ და მეორე დოზის შემდეგ ეფექტურობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ფაიზერი თ ვაქცინირების შემთხვევაში
✅სამედიცინო პირბადე და დისტანცია არის უნივერსალური/სავალდებული ყველასთვის ვაქცინირებულებისთვის და არავაქცინირებულებისთვის
?მე მოვითხოვ ხარისხიან სამედიცინო პირბადეებს საქართველოსთვის (90% გვაქვს)❗️
?მე მოვითხოვ ხარისხიან ვაქცინებს საქართველოსთვის (?% რამდენი გვაქვს) ❗️
?ვაქცინირებულებისთვის “პრივილეგიებზე” საუბარიც კი დანაშაულია საქართველოში❗️“, – წერს გიორგი ფხაკაძე.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g