LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება – თამარ გაბუნიას განმარტება

1710
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ორშაბათიდან ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება.

როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, იზოლაცია-კარანტინის ვადები სხვადასხვა იქნება ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის.

„მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი და საერთაშორისო რეკომენდაციები გამოიცა იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს იზოლაცია-კარანტინისთვის დაწესებული ვადები.

ვადები ასეთი განისაზღვრა: ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის ეს იქნება 8 დღე, ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის მანძილზე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება.

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის ვადა არის მინიმუმ 10 დღე, სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში და აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად სავალდებულოა ნიღბის ტარება“ , – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება კონტაქტებს, გაბუნიას ინფორმაციით, ვადები აქაც მცირდება და მსუბუქდება. მისი თქმით, თუ კონტაქტი ვაქცინირებულია, მათ შორის, „ბუსტერ“ ვაქცინაციის მქონე პირები და პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 2 კვირა-90 დღის ვადაში, კარანტინის ვადა ეხსენებათ.

„ანუ არ არის საჭირო მათთვის კარანტინი და ასევე, პირებს კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ კარანტინში აღარ იყვნენ.

რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, აქ მაინც რჩება რეკომენდაცია კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის პერიოდში უნდა გამოიყენონ პირბადე. ეს ცვლილებები ძალაში შევა ორშაბათიდან, ახლა მიმდინარეობს დაზუსტება“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნია: იმატებს იმის შანსი, მოსწავლეებშიც მოხდეს შემთხვევების სწრაფი გავრცელება… სკოლას შეზღუდვები ყველაზე გვიან უნდა შეეხოს – გამოსავალია მასწავლებლებისა და პერსონალის ვაქცინაცია

კლინიკების ნაწილი, რომელიც კორონავირუსს ჰიბრიდულ რეჟიმში მართავდა, კოვიდპაციენტებს აღარ მიიღებს: თამარ გაბუნია

თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეთა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი არც სპეციალისტებს დაუყენებიათ და არც ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია არის ამგვარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g