აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს. ამის შესახებ ტრამპმა “ტვიტერში” დაწერა.
„ადამიანებმა, რომლებიც თეთრ სახლში მუშაობენ, ვაქცინა მოგვიანებით უნდა გაიკეთონ, თუ ეს განსაკუთრებულად აუცილებელი არ არის. მე ვთხოვე, რომ ეს კორექტირება განხორციელდეს. ვაქცინის გაკეთება დაგეგმილი არ მაქვს, მაგრამ მოუთმენლად ველი ვაქცინაციის შესაბამის დროს. გმადლობთ! ”- წერს ტრამპი „ტვიტერში“.
ცნობისთვის, დღეიდან აშშ-ში კორონავირუსზე ვაქცინაცია იწყება.
დღეიდან აშშ-ში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაცია იწყება