LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვარამსა ვძოვ და ვიცოხნი, ფიქრს რკინასავით ვალღობ, ცოტა ხანს კიდევ ვიცოცხლებ-ცოტა ხანს კიდევ, ბალღო“ – ტარიელ ხარხელაურის ემოციური ლექსი გარდაცვლილი შვილისადმი

285
2024-09-03_00-55-29_777544

პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გარდაცვლილ შვილს, ემოციური ლექსი მიუძღვნა:

„მზე მხრებით მიაქვს
მფშვინავ ხარს,
ჭიუხთ შეჰფარდა კლდიანს,
შენი მკვლელისთვის ინახავს
შენს მკერდში გავლილ ტყვიას…
ისევ ისა ვარ, რაც ვიყავ,
მივყეფ, მივითრევ ზამთარს,
მიყვარდა, ისევ ის მიყვარს
სისხლმოწყურებულ აფთარს.
ან როგორ გავიწურთნები,
დრო ჩემს გაწურთვნას ითხოვს,
ზოგჯერ ბინდივით ვმწუხრდები,
სისხლს რომ აკლდება სითბო.
არ ვიცი, შვილო, რას მირჩევ,
მეც გავხდი თავისწვერა,
ბუბუნით დავალ, არ ვიმჩნევ,
ღამით ნისლებზე ვწევარ.
ვარამსა ვძოვ და ვიცოხნი,
ფიქრს რკინასავით ვალღობ,
ცოტა ხანს კიდევ ვიცოცხლებ-
ცოტა ხანს კიდევ, ბალღო…
მერე ცის დახრილ ნაპირებს
ამოვუყვები ნელა,
იმ კაცის დედა ვატირე,
რომ დაიტანოს ცრემლმა…
მზე მხრებით მიაქვს
მფშვინავ ხარს,
ჭიუხთ შეჰფარდა კლდიანს,
შენი მკვლელისთვის ინახავს-
შენს მკერდში გავლილ ტყვიას…“

ტარიელ ხარხელაური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g