საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია სოციალურ ქსელში ვარაზისხევის ფოტოებს ავრცელებს.
ასოციაცია წერს, რომ ხევი მთლიანად სამშენებლო ნარჩენით და კლდის ნაშალით ამოივსო.
“განადგურებულია ვარაზისხევი! მშენებლების მიერ ხევი მთლიანად არის ამოვსებული სამშენებლო ნარჩენებითა და კლდის ნაშალით (შატბერაშვილის ქუჩის გაგრძელებაზე),” – ვკითხულობთ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პოსტში.