LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილის მეტრო ნგრევისთვის იყო განწირული – მუშა, რომელიც ხარვეზებზე საუბრობს, პოლიციაში დაიბარეს

215

“ყვარელ რემ მშენის“ დაქირავებული მუშა, დავით ტაბახმელაშვილი,  ვარკეთილის პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშა ტელეკომპანია “რუსთავი2”-თან  სამუშაოების დროს დაშვებულ ხარვეზებზე საუბრობდა.

დავით ტაბახმელაშვილის განცხადებით,  მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო სამუშაოები დარღვევებით შესრულდა და ის თავიდანვე ნგრევისთვის იყო განწირული.

როგორც თავად ამბობს, სარემონტო სამუშაოების დროს ყველაზე დიდი დეფექტი ჭერზე გამოიკვეთა, რომლის დამალვასაც კომპანია ზედაპირული  გადალესვით და ნათურების დამაგრებით ცდილობდა. დარღვევების შესახებ მუშებმა კომპანია გააფრთხილეს.

ტაბახმელაშვილის  მტკიცებით,  მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მსგავასად, ასევე რთული ვითარებაა მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრში”, სადაც იგივე პრინციპით დაამონტაჟეს ჭერი ესკალატორის თავზე.

სატელევიზიო სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ “ყვარელ რემ მშენის” ყოფილი მუშა პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა.

„დამირეკეს ვარკეთილის განყოფილებიდან და დამელაპარაკა გამომძიებელი და მითხრა, რომ უნდოდათ ჩემი დაკითხვა ვარკეთილის მეტროსთან დაკავშირებით. გამოვცხადდები აუცილებლად, დღეს თუ არა ხვალ,“ – განაცხადა დავით ტაბახმელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები