LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილში, 2 პირის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

122
Capture

ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ იური კალანდარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი გათავისუფლებას ითხოვდა.

დაკავებულის ადვოკატი, სულხან კომახიძე აცხადებს, რომ კალანდარიშვილს განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია და ის შემთხვევის დროს თავდაცვის რეჟიმში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, შემთხვევა ვარკეთილში 5 ივნისს მოხდა, სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის ბაჩო ბაშარული და 40 წლის ნიკა არჩვაძე მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 40 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

ვიდეო: „დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს თბილისში ორი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით?

„თავს იცავდა – სახლში შეუცვივდნენ, სცემეს, საკუთარ ბინაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ“ – რას ამბობს ადვოკატი ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები