სპეცოპერაცია ვარკეთილში და ერთი დაკავებული – შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შუახნის მამაკაცი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დააკავეს.
უწყების ცნობით, თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა.
ადგილზე მისულ პოლიციელებს ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი დახვდათ. შსს-ში ამბობენ, რომ მამაკაცი სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა.
ვარკეთილელი მამაკაცი, რომელიც უმისამართოდ ისროდა, პოლიციას ჩაბარდა
სპეცოპერაცია დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვარკეთილში სროლა იყო. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კაცი კორპუსიდან გამოვიდა, რის შემდეგაც ის დააკავეს.
დაკავებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.