თბილისში, ვარკეთილში “ლიბერთი ბანკის” ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ორი ადამიანი სხეულის დაზიანებით კლინიკებშია გადაყვანილი. შსს ჯერ ვერ ადასტურებს აქვთ თუ არა დაშავებულებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ სუხიშვილის ქუჩაზე, 310-ე კორპუსთან მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალში მოხდა. უცნობია შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
