ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე 6 პირი დააკავეს. შემთხვევა 23 სექტემბერს მოხდა. აღნიშნულ ფაქტს შსს-ში ადასტურებენ.
თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანის) დაიწყო. მოგვიანებით კი გამოძიებას კიდევ ერთი, 178-ე (ძარცვის) მუხლი დაემატა.
შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ საქმის დეტალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას 28 სექტემბერს გეგმავენ.
ცნობისთვი, 23 სექტმებრეს, ვარკეთილში 16 წლის ბიჭი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.