LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილში, მიკროავტობუსის გატაცებისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, 2 პირი დააკავეს

183
მიკროავტობუსის გატაცება

პოლიციამ ვარკეთილში, მიკროავტობუსის გატაცებისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, 2 პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

„ფორტუნას“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანია.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ მოხდა. მიკროავტობუსის გატაცების შემდეგ, გამტაცებლები ავტოსადგომზე მდგარ ოთხ ავტომობილს შეეჯახნენ.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g