LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილში საყოფაცხოვრებო, დასუფთავების და თავის მოვლის საშუალებების ახალი მაღაზია – „დისქაუნთ დეპო“ იხსნება

690
დისქაუნთ დეპო

თბილისში, ვარკეთილში, სუხიშვილის 45 ნომერში, 25 სექტემბერს, 13:00 საათზე, საქართველოში ყველაზე იაფი და ფართო ასორტიმენტის მქონე საყოფაცხოვრებო, დასუფთავების და თავის მოვლის საშუალებების ახალი მაღაზია – „დისქაუნთ დეპო“ იხსნება.

აქ დაგხვდებათ დაბალი ფასები წამყვან და ექსკლუზიურ ბრენდებზე, ცოცხალი მუსიკა, ტორტი და რაც ყველაზე მთავარია, საჩუქრები, რომლებიც თითოეულ სტუმარს შეხვდება.

მაღაზიის შექმნის მთავარი მიზანია, მომხმარებელს საშუალება ჰქონდეს, ბაზარზე ცნობილი ბრენდები შეიძინოს მუდმივად დაბალ ფასად. მაღაზიის სახელი „დისქაუნთ დეპოც“ სწორედ ამას გულისხმობს – სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, დისქაუნთი არის ფასდაკლება, ხოლო დეპო საწყობი, რაც იმას ნიშნავს რომ მაღაზია გვთავაზობს მუდმივად დაბალ და კონკურენტულ ფასს ბაზარზე.

მაღაზიის ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია – აქ შეხვდებით ისეთ კატეგორიებს, როგორებიცაა: სარეცხი და საწმენდი საშუალებები, ქაღალდი, თავის მოვლის საშუალებები, ჭურჭელი, საოჯახო ტექნიკა, ცხოველთა კვება და ჰიგიენა, კანცელარია და სხვა.

თითოეულ კატეგორიაში დაგხვდებათ თქვენთვის ცნობილი ბრენდების ფართო ასორტიმენტი ყველაზე დაბალ ფასად. „დისქაუნთ დეპოში“ შეხვდებით ექსკლუზიურ ბრენდებსაც, რომელთა შეძენასაც მხოლოდ აქ შეძლებთ.

მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, სტუმრებს ყველა შენაძენზე საჩუქრის არჩევა შეეძლებათ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g