ამ წუთებში, თბილისში, ვარკეთილის რაიონში საპოლიციო ოპერაცია ტარდება.
სამართალდამცველები ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არიან მობილიზებულნი.
ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოფარგლული.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს რამდენიმე პირის დაკავების ოპერაცია.
როგორც ფორტუნას შსს-ში განუცხადეს, ოპერაცია სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით ტარდება.
უწყებაში ჯერჯერობით სხვა დამატებით დეტალზე არ საუბრობენ.