ვარკეთილში ყაჩაღობა მოხდა. გვიან ღამით სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურიდან თავდამსხმელებმა თანხა წაიღეს.
თანხის ოდენობა არ სახელდება. ასევე უცნობია, იყვნენ თუ არა თავდამსხმელები შეიარაღებულები.
ადგილზე გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. შსს-ს ცნობით, გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.