ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო მასტერსის გამარჯვებული გახდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ლიპარტელიანმა რეიტინგის პირველი ნომერი, ჰოლანდიელი მიხაელ კორელი, პირველივე წუთზე დაამარცხა.
დღესვე, სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე მსოფლიო მასტერსი ძიუდოში, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილის ტრიუმფით დასრულდა.
ქართველმა ძიუდოისტმა, ფინალურ შეხვედრაში, სამხრეთ კორეელი დონგვან გვაკი შესანიშნავ სტილში დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.