LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარშავაში 2 ქართველი ახალგაზრდა ქურდობის ბრალდებით დააკავეს

269
ქართველების ქურდობა ვარშავაში

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

პოლონური მედიის ცნობით, დაკავებულებმა ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს საწვავის შევსება სთხოვეს, რა დროსაც ერთმა მასთან საუბარი გააბა, მეორემ კი სადგურის ადმინისტრაციული ოთახი გაქურდა. ბრალდებულებმა ფული და მობილური ტელეფონი მოიპარეს.

26 და 27 წლის ახალგაზრდები მომხდარიდან მალევე, გაქცევის მცდელობისას დააკავეს. ამჟამად ორივე მათგანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

როგორც პოლონური მედია იუწყება, 3 დღის განმავლობაში, ეს უკვე ქართველი ახალგაზრდების მეორე მსგავსი დანაშაულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g