LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარშავაში გაფუჭებულ ტექნიკას მცენარეებში ცვლიან

121
image

ვარშავაში გაფუჭებული ტექნიკის მცენარეებში გადაცვლა დაიწყეს. ძველი მიქსერისთვის ან მტვერსასრუტისთვის ორეგანოს, ბაზილიკის, კენკრის ან რაიმე სხვა სასურველი მცენარის მიღება იქნება შესაძლებელი.

მცირე საოჯახო ტექნიკისთვის, მაგალითად მიქსერისთვის – ერთ მცენარეს იძლევიან. ასევე ანაზღაურებენ 20 ძველ ელემენტსაც. უფრო დიდი ნივთებისთვის, მაგალითად ტელევიზორისთვის ან კომპიუტერისთვის 2 მცენარის მიღებაა შესაძლებელი. ხოლო მაცივრისთვის ან სარეცხი მანქანისთვის 3 სხვადასხვა ნერგს იძლევიან.

აქციის პირველი ნაწილი გასულ კვირას გაიმართა. მაშინ 2 ათას კილოგრამამდე ელექტრონული ნაგავი და 400 გამოყენებული ელემენტის შეგროვება მოხერხდა.

ბევრი მომხმარებელი გამოუსადეგარ ტექნიკას უბრალოდ ნაგავსაყრელზე ყრის და ელექტრონულ ნარჩენებს ქმნის. ასეთი ნარჩენები გადამუშავებას არ ექვემდებარება და მათი უტილიზაციისას ჰაერში დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერება გამოიყოფა.

ევროპა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი ნარჩენები მაქსიმალურად შეამციროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები