LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვარსკვლავბიჭუნა” – რუსთავის თეატრი საპრემიერო სამზადისშია

109
ქირიას NEWS შაბლონი

პირველ მარტს, 15:00 სთ-ზე ასევე 20:00 სთ-ზე, რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე, თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი სოსო ნემსაძე მოზარდ მაყურებელს ოსკარ უაილდის ,,ვარსკვლავ ბიჭუნას“ საინტერესო მუსიკალური ინტერპრეტაციით წარუდგენს.

სიუჟეტი მოგვითხრობს უჩვეულო ბიჭზე, რომელიც ვარსკვლავიდან ჩამოვარდება და ადამიანებს შორის იზრდება. თავდაპირველად ის ამაყი, ცივი და დაუნდობელია, თუმცა ცხოვრებისეული განსაცდელებისა და ტკივილის გზით გადის შინაგან გარდაქმნას.

პიესა ადამიანის სულიერ ზრდაზე, თანაგრძნობაზე, სიყვარულისა და თავმდაბლობის მნიშვნელობაზე მოგვითხრობს. ეს არის ისტორია სინანულის, გამოსყიდვისა და ჭეშმარიტი სიკეთის აღმოჩენის შესახებ.

შემოქმედებითი ჯგუფი: პიესის ავტორი – ოსკარ უაილდი

რეჟისორი და ინსცენირების ავტორი – სოსო ნემსაძე

კოპოზიტორი – ნატო თოთიბაძე

ტექნიკური რეჟისორი – ინა ხომასურიძე

რეჟისორის ასისტენტი – ნინო ჯამალაშვილი

მხატვარი – ლომგულ მურუსიძე

კოსტიუმების მხატვარი – ბარბარა ასლამაზი

მონაწილეობენ: ნანა ბიბილაშვილი, ვატო სანიკიძე, ლეონტი შიოშვილი, გიორგი ტოჩილაშვილი, თეონა ხვედელიძე, რეზო კოღოშვილი, ლაშა კანკავა.

ზღაპარი, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის…

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის რუსთავის თეატრში პრემიერისთვის ემზადება კიდევ ორი რეჟისორი.

ქორეოგრაფიული დრამა  ანტონ ჩეხოვის ,,სამი დის მიხედვით“ კოტე ფურცელაძეს ეკუთვნის. დავით კლდიაშვილის ,,სოლომან მორბელაძის“ პრემიერას მაყურებელს რეჟისორი გიორგი ქანთარია წარუდგენს.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g