17 აგვისტოს, ბარსელონას ცენტრში ტერაქტი მოხდა. სატვირთო ავტომობილი 80 კმ/სთ სიჩქარით ხალხით სავსე მოედანზე შეიჭრა. შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” უკვე აიღო.
დაღუპულთა ოჯახების მისამართით სამძიმრის წერილები ცნობილმა ადამიანებმა უკვე გამოაქვეყნეს. ისინი მათ გამძლეობას, ხოლო მსოფლიოს მშვიდობას უსურვებენ:
ბარაკ ობამა:
”მე და მიშელი ვფიქრობთ ყველაზე, ვინც ახლა ბარსელონაშია. ამერიკელები ყოველთვის დაეხმარებიან ესპანელ მეგობრებს”
დონალდ ტრამპი:
”აშშ ყველაფერს გააკეთებს დასახმარებლად”
დევიდ ბექჰემი:
”ჩვენი ფიქრები იმ ადამიანების გვერდით არის, რომლებიც იმ საშინელ საღამოს ამ ულამაზეს ქალაქში იმყოფებოდნენ…ბარსელონა-განსაკუთრებული ქალაქია უჩვეულოდ კარგი ხალხით…ერთად ყველაფერს შევძლებთ!”
ევა ლონგორია:
”ვლოცულობთ ბარსელონასთვის!”
კრის ჯენერი:
”ვუგზავნი დიდ სიყვარულ თითოეულ ესპანელს. ვუთანაგრძნობ ყველა დაზარალებულს”
ჯენიფერ ლოპესი:
”ჩვენ თქვენთან ვართ”
ანტონიო ბანდერასი:
”ვეხვევი ამ ქალაქს…”