ზოგი ვარსკვლავი ასაკის მიუხედავად იმდენად კარგად გამოიყურება, რომ შვილებთან ერთად ყოფნისას ძნელია დაიჯერო, რომ მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა.
ვებ-გვერდი Bright Side აქვეყნებს რამდენიმე ცნობილი ქალის და მათი შვილების ფოტოებს, სადაც ისინი არა დედებს და შვილებს, არამედ – დებს ჰგვანან.
სინდი კროუფორდი 50 წლის , კაია გერბერი 14 წლის
სინდი კროუფორდსა და რანდე გერბერს 2 შვილი ჰყავთ, 14 წლის კაია და 16 წლის პრესლი. სუპერმოდელის შვილების ჩართული არიან მოდის ინდუსტრიაში და არაერთი ცნობილი ჟურნალის გარეკანისთვის იპოზიორეს.
უმა ტურმანი 46 წლის, მაია ტურმან ჰოუკი 17 წლის
17 წლის მაიას დედას მსგავსად ქერა თმა და ცისფერი თვალები აქვს. კრიტიკოსები მას წარმატებულ სამსახიობო კარიერას უწინასწარმეტყველებენ.
სუზენ სარანდონი, 69 წლის, ევა ამური მარტინო 31 წლის
ევას ბავშვობიდან სურდა, დედის მსგავსად, მსახიობი გამხდარიყო. მას რამდენიმე წარმატებული როლი ხვდა წილად ფილმებსა და სერიალებში. სუზენი და ევა არაჩვეულებრივად გამოიყურებიან და მათი ერთად გამოჩენა წითელ ხალიჩაზე ყველას აღფრთოვანებას იწვევს.
ვანესა პარადი 43 წლის, ლილი როუზ დეპი 17 წლის
ჯონი დეპისა და ვანესა პარადის შვილმა მშობლები საკუთარი პოპულარობით უკვე თითქმის დაჩრდილა. გოგონას ძალიან წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს.
რის უიზერსპუნი 40 წლის, ავა ტოტი 17 წლის
რიზი და მისი უფროსი ქალიშვილი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, ასაკი კი თითქმის შეუმჩნეველია