კანის რიგით 69-ე კინოფესტივალი დღეს იხსნება. წელს ჟიურის ავსტრალიელი რეჟისორი ჯორჯ მილერი ხელმძღვანელობს. ჟიურის წევრები, მსახიობები და ფესტივალის სტუმრები უკვე კანში იმყოფებიან. იმ ვარსკვლავებს შორის, რომლებიც სასტუმრო Cap-Eden-Roc-ში დაბინავდნენ არიან ჯორჯ და ამალ კლუნები, სუზან სარანდონი, ნაომი უოთსი, დონალდ საზერლენდი, ვანესა პარადი, ჯულიანა მური, კრისტენ დანტსი და სხვები.
ფოტოგრაფების ყურადღება მიმართული იყო ჯორჯ და ამალ კლუნებისკენ. 38 წლის ადვოკატი მოკლე ქვედაბოლოსა და თეთრ ჟაკეტში იყო გამოწყობილი,ხოლო ჯორჯ კლუნი ტყავის ქურთუკსა და ჯინსის შარვალში გამოჩნდა ჟურნალისტებთან.