რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ 33 წლის ასაკში, ამერიკელი რეპერი, Nipsey Hussle მოკლეს.
გაირკვა, რომ ჰიპ-ჰოპ შემსრულებელს თავს საკუთარ ტანსაცმლის მაღაზიასთან დაესხნენ.
როგორც კულუარებში საუბრობენ, არტისტი კრიმინალურ დაჯგუფებასთან იყო დაკავშირებული, რაც, სავარაუდოდ, მისი მკვლელობის მიზეზად განიხილება.
უბედურ შემთხვევას სოციალური ქსელით გამოეხმაურნენ, Hussle-ის კოლეგები და მეგობრები.
სნუპ დოგი, ოფსეტი, ქარდი ბი, დიჯეი ქალიდი, მაიკლ ბი. ჯორდანი, ტიფანი ჰადიში, ტრეისი ელის როსი – ეს იმ ვარსკვლავთა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც გარდაცვლილი ემოციური პოსტებით გაიხსენეს.
View this post on Instagram
BLACK MAN ON A JOURNEY OF POSITIVITY KILLED THIS A SHAME TO OUR CULTURE REST UP HOMIE
A post shared by OFFSET (@offsetyrn) on
View this post on Instagram
Just spoke to you, always kept it 1000. Always was real. You’re a ? Rest up young KING. RIP Nipsey
A post shared by Michael B. Jordan (@michaelbjordan) on
შეგახსენებთ, რომ 61-ე ,,გრემიზე”, რომელიც 10 თებერვალს გაიმართა, Nipsey Hussle პირველი და ერთადერთი სტუდიური ალბომით, Victory Lap წარდგენილი ,,საუკეთესო რეპ ალბომის” ნომინაციაში იყო.