LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავები, რომლებიც განსაკუთრებით მოსუქდნენ ბოლო წლებში

368

მართალია, იდეალური არავინაა და ხშირად ვარსკვლავებიც ამბობენ უარს დიეტის დაცვასა ან პირადი მწვრთნელის მომსახურებაზე, მაგრამ ზოგიერთს ზედმეტი მოსდის და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ცნობილმა ქალბატონებმა წარმატებული კარიერა გემრიელ დესერტში გაცვალეს.

ნელი ფურტადო, +20 კგ.
თაყვანისმცემლთა მტკიცებით, ზედმეტი კილოგრამები ნელი ფურტადომ მეუღლესთან – კუბელ ხმის რეჟისორთან დამასიო კასტელიონოსთან განქორწინების შემდეგ აკრიფა, რომლის მოთხოვნითაც თავის დროზე მუსიკალურ კარიერაზე თქვა უარი. როგორც ჩანს, ვარსკვლავებსაც აქვთ თავისი სისუსტეები, სტრესი და დეპრესია არც კი, არც მათ ინდობთ.

რიანა, +15 კგ.
მართალია, რიანა არასდროს მიეკუთვნებოდა „ანორექსიით ტანჯულ“ ვარსკვლავთა რიცხვს, მაგრამ სპორტულ ფორმას ყოველთვის ინარჩუნებდა. რა გარდატეხა მოხდა მის ცხოვრებაში არავინ იცის, თუმცა სექსუალური ქალბატონისგან კვალიც აღარ დარჩა. მუსიკოსი არც ცდილობს ზედმეტი კილოგრამების დამალვას, ირონიულ შეკითხვებს კი, თამამად პასუხობს: „რა, ვინმემ თქვა, რომ გავსუქდი?“

ლინდა ევანგელისტა, +20 კგ.
1990-იან წლებში ლინდა ევანგელისტა ულამაზეს და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად ითვლებოდა, თუმცა კოლეგებისგან – სინდი კროუფორდისა და კლაუდია შიფერისგან განსხვავებით, 52 წლის ევანდგელისტამ ვერ შეძლო ფორმის შენარჩუნება. ამასთანავე, ისე შეიცვალა, რომ მისი ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია. თაყვანისმცემლები გაოგნებული არიან და წარმოდგენა აქვთ რა მოხდა ყოფილი მოდელის ცხოვრებაში. შესაძლოა, მან უბრალოდ ძველი დიდებისგან დასვენება მოისურვა, უარი თქვა დიეტის დაცვაზე და ცხოვრებით ტკბობა გემრიელი დესერტებით გადაწყვიტა.

მერაია ქერი, +40 კგ.
გასუქებული მერაია ქერი დიდი ხანია იქცა „მემად“, რომელსაც სოციალუირ ქსელში საუკეთესო ხუმრობს უძღვნიან. ინტერნეტის მომხმარებელს არც ზედმეტი კილოგრამების ფოტოშოპით დამალვის უშედეგო მცდელობა გამორჩა, თუმცა, თავად მომღერალი ჯიუტად არ იმჩნევს საკუთარი ფიგურის გლობალურ ტრანსფორმაციას და არც გულახდილ ტანსაცმელზე ამბობს უარს.

ევა ლონგორია, +10კგ.
ევა ლანგორია ყოველთვის მინიატურული ფორმებით გამოირჩეოდა და მართალია, გასულ წელს რამდენიმე ზედმეტი კილოგრამით შეივსო, მაგრამ ჩვეული მოხდენილობა მაინც შეინარჩუნა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს მედიამაგნატი ხოსე ანტონიო ბასტონი, რომელმაც მსახიობზე ზაფხულში იქორწინა.

კეშა, +30კგ.
მომღერლის განცხადებით, ზედმეტი კილოგრამების მიზეზი სექსუალური ძალადობა პროდიუსერის მხრიდან და მძიმე სტრესია, რომელმაც კვებითი დარღვევები – წონის პერიოდული კლება და მატება გამოიწვია.

ჯესიკა სიმპსონი, +40კგ.
ერთ დროს ულამაზესი ჯესიკა სიმპსონის ცნობა, დღეს თითქმის შეუძლებელია. ბოლო ხუთ წელიწადში ამერიკელი ვარსკვლავი ორჯერ გახდა დედა. პირველი ორსულობის დროს სიმპსონმა 40 კილოგრამი მოიმატა და მართალია, სწრაფად დაიკლო ნახევარი, მაგრამ ძველი ფორმა მაინც ვერ დაიბრუნა. თუმცა, მომღერალი არასდროს წუწუნებს და სიამაყით ამბობს, რომ მეუღლეს ისეთი უყვარს, როგორიც არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები