შვებულება საუკეთესო საშუალებაა, რომ კურორტზე თქვენს საყვარელ ვარსკვლავებს შეხვდეთ.. ისინი, შეიძლება ფილმის გადაღებისთვის, ან კონცერტის ჩასატარებლად ხშირად მოგზაურობენ, მაგრამ არც თუ ისე იშვითად მარტო ან ოჯახთან ერთად თავიანთ საყვარელ ადგილებსაც სტუმრობენ.
ჯენიფერ ენისტონის საყვარელი ადგილი კაბო სან ლუკასია. ლოს-ანჯელესიდან 2 საათიანი ფრენის შემდეგ ამ საკურორტო ქალაქში მოხვდებით, ის ცნობილია ულამაზესი სანაპიროებით და ღამის ცხოვრებით. აქ ჯენიფერი ხშირად ისვენებს.
მაიკლ დუგლასს, ასპენში, კოლორადოს მთაიან ქალაქში ნახავთ. ქალაქი თხილამურების მოყვარებულებისთვისაა. ის ცნობილია თავისი მაღალი კლასის სასტუმროებით და ბუტიკებით.
მადონა რიო-დე-ჟანეიროს ირჩევს, ის ბრაზილიის უდიდესი ზღვისპირეთია, სადაც კოპაკაბანას სანაპიროა. აქ ბრაზილიური კარნავალი და სამბას ცეკვების ფესტივალი იმართება.
ჯორჯ კლუნს კუნძულ კომოზე, იტალიაში ხშირად ნახავთ. აქ იტალიის ულამაზესი სანაპირო, ქალაქის არაჩვეულებრივი არქიტექტურაც და გემრიელი იტალიური სამზარეულო დაგხვდებათ.
კარდაშიანები კი ბორა ბორას ანიჭებენ უპირატესობას. ეს კუნძული დაივინგითაა ცნობილი. ის პოპულარული „ლაქშერი“ კურორტია, სადაც ბუნგალოები პირდაპირე წყალზეა მოწყობილი.
ორლანდო ბლუმი ირჩევს კანარის კუნძულებს. ის ცნობილია შავი და თეთრი სანაპიროებით. ტენერიფე უზარმაზარი კუნძულია, სადაც დედაქალაქის მთავრი კარნავალი იმართება.
პრინც უილიამს და ქეითს კი, შეიძლება, პორტუგალიაში შეხვდეთ. სამხრეთ რეგიონში (Algavre) ხმელთაშუაზღვის სანაპიროები და გოლფის კურორტებია. აქ მთელი წლის განმავლობაში მზე ანათებს.