LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავების ყველაზე ძვირადღირებული საქორწინო კაბები

1292
safe-image

საქორწინო კაბის მორგება ქალისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და ემოციური მომენტია ცხოვრებაში. ჰოლივუდის ვარსვლავებიც არ იშურებენ დროს, ენერგიასა და ფინანსებს იმისთვის, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს შეუდარებლად გამოიყურებოდნენ.

გთავაზობთ ყველაზე ძვირადღირებული საქორწინო კაბების ჩამონათვალს:

ჯორჯ კლუნისა და ამელი კლუნის ქორწილის დღეს პატარძალს ოსკარ დე ლა რენტას კაბა ეცვა, ეს დიზაინერის უკანასკნელი საქორწილო მოდელია. კაბის ფასი 380 000 დოლარია.

რეალითი შოუს ვარსვლავმა, კიმ კარდაშიანმა 500 000 დოლარად შეფასებული კაბა მოირგო, კაბა ექსკლუზიურად კიმისთვის „ჟივენშის“ მოდის სახლმა შექმნა.

დაახლოებით იგივე თანხებში მერყეობდა კეიტ მიდლტონის კაბა. 334 000 დოლარად შეფასებული, „ალექსანდერ მაკქუინის“ კაბის შლეიფი 2,7 მეტრს აღწევდა.

შედარებით მოკრძალებული თანხა დახარჯა მოდის ექსპერტმა, ვიქტორია ბექჰემმა „ვერა ვონგის“ კაბაში. სულ რაღაც 100 000 დოლარიან კაბაში Spice Girls-ის ყოფილი წევრი იდეალურ ფორმაში იყო.

100 000 დოლარი დაუჯდა ჯესიკა ბილს „ჯანბატისტა ვალის“ მოვარდისფრო კაბა, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკთან ქორწილისას მოირგო.

და ბოლოს, 16 წლის წინ, კეტრინ ზეტა-ჯონსმა, მაიკლ დუგლასთან ქორწილისას 140 000 დოლარად შეფასებული „კრისტიან ლაკროიქსის“ კაბა მოირგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g