ქსელში ფილმის „ვარსკვლავის დაბადება“ პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა, რომელიც ბრედლი კუპერის რეჟისორულ დებიუტს წარმოადგენს. მთავარ როლებს მასში თავად კუპერი და ლედი გაგა ასრულებენ.
მსახიობი ქანთრი-მუსიკოსის, ჯექსონ მეინის როლს ასრულებს, ლედი გაგა კი ნიჭიერ ელის განასახიერებს, რომელიც მეინის დახმარებით ნამდვილი ვარსკვლავი გახდება. დროთა განმავლობაში კუპერის პერსონაჟის პოპულარობა წარსულში რჩება და ეს სხვაობა მათ ურთიერთობაში ბევრ გამოცდას გაივლის.
აღსანიშნავია, რომ ფილმისთვის კუპერმა ძალისხმევა არ დაიშურა: მან დაწერა სცენარი, გახდა პროდიუსერი, რეჟისორი, შეასრულა მთავარი როლი და ეპიზოდში იმღერა კიდეც. ერთ-ერთი საკონცერტო ეპიზოდი მუსიკალურ ფესტივალ „გლასტონბერიზეა“ გადაღებული.
ფილმი დიდ ეკრანზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოვა.