ვარსკვლავური მამა-შვილის იტალიური არდადეგები გრძელდება. გუშინ, დევიდისა და ჰარპერ ბექჰემების ვენეციური ვოიაჟის საოცრად თბილმა ფოტოებმა საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა. ახლა კი ისინი თეატრში მიმავალნი გადაიღეს.
10 წლის გოგონა ბრწყინავდა „ციმერმანის“ ვარდისფერ და იისფერ ფერებში გადაწყვეტილ კაბაში, რომლის ღირებულებაც 1600 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. მას ფეხზე „ნაიკის“ სპორტული ფეხსაცმელი ეცვა. დევიდი კი კლასიკურ, მუქ ლურჯ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.
დევიდ და ჰარპერ ბექჰემების ვენეციური არდადეგები – მამა-შვილის საოცრად თბილი ფოტოები