LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვარსკვლავური ომები“ კინოგაქირავების ლიდერია

51

„ვარსკვლავური ომების“ ახალმა ნაწილმა, საპრემიერო უქმეებამდე მარტო ამერიკასა და კანადაში 71,1 მილიონი დოლარის, ხოლო საერთაშორისო კინოგაქირავებაში 33,3 მილიონის მოგროვება შეძლო. ამ გზით, ფილმის საერთო მოგებამ რამდენიმე დღეში 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

სააგენტოს ცნობით, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, ფილმი ჯერ არ გამოსულა რამდენიმე ძირითად ბაზარზე, როგორიც არის სამხრეთ კორეა და ჩინეთი, სადაც პრემიერები 28 დეკემბერსა და 6 იანვარს არის დანიშნული.

აღნიშნული მიღწევებით ბევრი პროექტი არ სარგებლბს. მსგავსი წარმატება თავის დროზე წილად ფილმებს „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“, „ბნელი რაინდი: ლეგენდის აღზევება“ და „ბინდის“ რამდენიმე ნაწილს ჰქონდა.

2016 წელს კი მსგავსი მაღალი მაჩვენებელი პროექტმა „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“ აჩვენა.