ნიუ-იორკში გრძელდება რეჟისორ დევიდ ფრანკელის ფილმის Collateral Beauty-ის გადაღებები, რომელშიც ჰოლივუდის წამყვანი მსახიობები მონაწილეობენ. ინტერნეტში არაერთხელ ვიხილეთ კადრები გადასაღები მოედნიდან. ამჯერად კი მსახიობმა უილ სმიტმა კოლეგებთან ერთად გადაღებული სელფი განათავსა სოციალურ ქსელში. ფოტოზე მოხვდნენ ქეით უინსლეტი, ჰელენ მირენი, ედვარდ ნორტონი, ნაომი ჰარისი და მაიკლ პენი.
ფილმში უილ სმიტის გმირი პირადი ტრაგედიის ფონზე დეპრესიას ებრძვის. მისი მეგობრები კი, უჩვეულო გეგმას შეიმუშავებენ, რათა უახლოესი ადამიანი განსაცდელისგან იხსნან.