პარლამენტთან ლევან ვასაძისა და ქართული მარშის აქცია მიმდინარებს, რომელიც “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ დაიგეგმა. თავად პრაიდის მონაწილეებმა, აქცია ვერ გამართეს. “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა ღამითვე გაიგეს, სად და რა დროს იგეგმებოდა პრაიდის ჩატარება. შესაბამისად, ორგანიზატორების თქმით, შეკრება მომეტებული საფრთხის შემცველი იყო.
იმის მიუხედავად, რომ მათი აქცია გაუქმდა, აქტივობები არ შეუწყვეტიათ და მათ თბილისის ცაზე LGBT თემის დროშა ააფრიალეს. დროშა დრონის მეშვეობით, სწორედ ვასაძისა და “ქართული მარშის” აქცის თავზე ფრიალებს.
“უხდება თბილისს ცისარტყელა ?️?” – წერს გვერდი “თბილისი პრაიდი”
“ანტისაოკუპაციო აქციის წინააღმდეგ მთავრობამ კრემლის მართულ ჯგუფებს გაუკეთა მობილიზება”