LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძე: 2008 წელს უკრაინა შეიარაღებით გვეხმარებოდა, „ქართული ოცნება“ გენერატორითაც კი არ ეხმარება

139
გიორგი ვაშაძე

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებას, რომ უკრაინისთვის გენერატორებით დახმარების თხოვნით საქართველოს მთავრობას ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღიათ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი აფასებს.

ანდრეი კასიანოვი: უკრაინას უკიდურესად სჭირდება გენერატორებით დახმარება – ერთი თვის წინ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია

როგორც გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ქმედება, რასაც „ქართული ოცნება“ სჩადის“.

„უკრაინა, რომელიც 2008 წელს შეიარაღებით გვეხმარებოდა იმისთვის, რომ რუსულ აგრესიას გავმკლავებოდით, „ქართული ოცნება“, ეს პრორუსული ძალა ელემენტარულად, ჰუმანიტარული თვალსაზრისით გენერატორითაც კი არ ეხმარება, ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ქმედება, რასაც სჩადის „ქართული ოცნება“.

შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, როცა ასე საქვეყნოდ თავს გვჭრის ხელისუფლება. ქვეყანა, რომელიც 2008 წელს შეიარაღებით გვეხმარებოდა და საკუთარი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენა, ამ ქვეყანას დღეს საქართველო, ელემენტარულად გენერატორებითაც კი არ ეხმარება, რომ ადამიანებს მცირედით მაინც შეუმსუბუქოს ის მძიმე ვითარება, რაც ტერორისტულმა სახელმწიფომ მიაყენა უკრაინას, ჩვენს მეგობარ ხალხს..

მეტიც, თბილისის მერიამ ამაზრზენად გამოყარა უკრაინელი დევნილები საცხოვრებელი ადგილებიდან. ეს არის მკაფიო პოზიცია, რომელიც ამ მავნებელ, პრორუსულ ძალას აქვს. პირდაპირი ტექსტია, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ გენერატორითაც კი არ ეხმარება უკრაინას, რა შეიარაღებაზეა საუბარი“, – ამბობს ვაშაძე.

შეგახსენებთ, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებით, საქართველოს მთავრობას უკრაინის გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით მიმართეს, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

ანდრეი კასიანოვი ასევე აცხადებს, რომ თხოვნის მიუხედავად, მიმდინარე ომის დროს, უკრაინას საქართველოს მთავრობისგან იარაღის, საბრძოლო მასალის და ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები