LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძე: ბატონო კობახიძე, გზა, რომელიც თქვენ აირჩიეთ ევროპისკენ არ მიდის! თქვენი გზა რუსეთისკენ მიდის!

41
Untitled design (1)

„დღეს, კანდიდატის სტატუსი, რომ არ გვაქვს მოლდოვისგან განსხვავებით, სწორედ ირაკლი კობახიძის და პრორუსული „ქართული ოცნების“ ბრალია“, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანება.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის არჩეული გზა არა ევროპისკენ, არამედ რუსეთისკენ მიდის.

„ჩვენ ვართ სწორედ ერთ-ერთი ის პარტია, რომელმაც ევროპარლამენტის ერთ-ერთ უმსხვილეს ფრაქციას ,,ALDE”-ს მხარდამჭერი რეზოლუცია მივაღებინეთ ჯერ კიდევ ივნისში მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებდა, რომ სტატუსი არ მიგვეღო.

დღესაც, სწორედ პრორუსი ოცნების ცრუ საქმის გამო, შეიძლება დავრჩეთ კანდიდატის სტატუსის გარეშე. პრორუსული ოცნება მიზანმიმართულად არ აკეთებს არცერთ მნიშვნელოვან რეფორმას, რაც ევროკომისიის მიერ 12 რეკომენდაციით არის მოთხოვნილი.

სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება, ეს ის ძირეული თემებია, სადაც კობახიძე და ოცნება 12 რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ აკეთებს ყველაფერს. არაფერს ვამბობ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე.

მიუხედავად პრორუსული ოცნების და კობახიძის ასეთი დესტრუქციული საქციელისა, ჩვენი ბრიუსელში ვიზიტის მიზანია, რომ საქართველომ არ დაკარგოს ეს ისტორიული შანსი, რომლის მსგავსი შეიძლება კიდევ ათწლეულები აღარ გვქონდეს.

რეფორმების ჩემპიონის სტატუსიდან საქართველო გახდა მაჩანჩალა ქვეყანა და ამას აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი ადასტურებს, რომლითაც ევროკავშირი აფასებს ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანას. პირველი ადგილიდან საქართველომ გადაინაცვლა ჯამურ მესამე ადგილზე უკრაინის და მოლდოვის შემდეგ, ხოლო ცალკეული ინდექსებით გვისწრებს სომხეთი. ფაქტები და ციფრები მეტყველებს ყველაფერზე.

ბატონო კობახიძე, გზა, რომელიც თქვენ აირჩიეთ ევროპისკენ არ მიდის! თქვენი გზა რუსეთისკენ მიდის! ჩვენი ამოცანაა ეს არ დავუშვათ და შემოვატრიალოთ საქართველო ევროპისკენ! სწორედ ამიტომ, თქვენგან განსხვავებით, დღესაც საქართველოს საქმეს ვაკეთებთ ბრიუსელში“, – აცხადებს ვაშაძე.

შეგახსენებთ, კითხვაზე, თუ რა მოლოდინები აქვთ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის და „გირჩის“ ლიდერის ბრიუსელში ვიზიტზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ყველა მათი ნაბიჯიდან ჩანს, რომ მათი თვითმიზანია ხელი შეუშალონ 12 პუნქტის განხორციელებას, კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამას ისინი აფიქსირებენ, მათ შორის, დახურულ შეხვედრებზეც, მაგალითად, იყო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიცია. ისინი ღიად აწარმოებენ რიტორიკას, რომელიც ხელის შემშლელია კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის. ისინი პირდაპირ არიან კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგო რიტორიკაში. არ მგონია, მათ რაიმეს რესურსი ჰქონდეს, მთავარია სულისკვეთება, ხალხმა ეს უნდა შეაფასოს“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები