LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძე კობახიძეს: მცოცავი ოკუპაციით რუსეთმა ჩვენი ტერიტორიის 57 მილიონი კვადრატული მეტრი მიიტაცა – 2-ჯერ დიდია ვიდრე სოხუმის და 7- ჯერ დიდი ვიდრე ცხინვალის ტერიტორია… 2 380-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს და ამაზე ამბობთ, რომ რუსეთს წინსვლა არ აქვს?

63
გიორგი ვაშაძე

ბატონო ირაკლი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბრძანდებით და უნდა იცოდეთ, რომ მცოცავი ოკუპაციიდან გამომდინარე, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 57 მილიონი კვადრატული მეტრი მიიტაცა –  ეს ორჯერ დიდია ვიდრე სოხუმის ტერიტორია და 7- ჯერ დიდი ვიდრე ცხინვალის ტერიტორია. საოკუპაციო ზოლის გასწვრივ 2380 – ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს და დამატებით 209 მილიონი კვადრატული მეტრის ოკუპაცია იგეგმება – ამ ყველაფერზე ამბობთ, რომ თქვენმა პრაგმატულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და რუსეთს წინსვლა არ აქვს?! – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძე ამ განცხადებით პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.

“ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ რუსეთის წინსვლა ტერიტორიების კუთხით შეჩერებულია. ამ შეჩერების მთავარი მიზეზი ის პრაგმატული პოლიტიკაა თურმე რომელსაც აწარმოებენ რუსეთის ფედერაციასთან.

ოფიციალურ, ღია წყაროებზე დაყრდნობით, 209 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია იგეგმება დამატებით რუსეთის მხრიდან, მონიშნული ტერიტორიებიდან გამომდინარე, თქვენთვის ეს წინსვლა არ არის?! ეს საქართველოს ტერიტორიები არ არის და ამაზე ამბობთ რომ თქვენს პრაგმატულ პოლიტიკას შედეგი აქვს?! ამ განცხადების პარალელურად თქვენი განცხადება დსთ-სთან დაკავშირებით უნდა აღვიქვათ როგორც გზავნილი რუსეთის ოფიციალური ხელისუფლებისთვის, პირადად პუტინისთვის, რომ თქვენ ალბათ მზად ხართ ევრაზიულ კავშირშიც გააწევრიანოთ საქართველო. ისტორიის გაყალბება მეტი არაფერია, როცა ამბობთ, რომ დსთ-ში რომ შესულიყო საქართველო, ტერიტორიების ოკუპაცია აღარ მოხდებოდა. ცხინვალში, რომელზეც თქვენ შეიძლება დაგავიწყდათ, რომ საქართველოს ტერიტორიაა, ყველაფერი დაიწყო დსთ-ს შექმნამდე,”- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამ “პრაგმატული პოლიტიკის” საპასუხო იყო ანატოლი ბიბილოვის განცხადება, რომ რუსეთთან მიერთება სურთ. მისივე თქმით, ხელისუფლების ეს პოლიტიკა რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობს ამაზე მეტყველებს გუშინ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქის კიდევ ერთი გატაცება. ვაშაძე მიიჩნევს, რომ სწორი პოლიტიკა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაა და მათთან ამ პრობლემებზე კომუნიკაციაა საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g