ვაშინგტონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ დღეიდან ოფიციალური ვიზიტი დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, ატლანტიკურ საბჭოსთან და „ჯეიმსთაუნის“ ფონდთან გაიმართება.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის წევრები – თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში 12 ივნისს გაემგზავრნენ.